Nokia 2690 - მუშაობის პირობები

background image

მუშაობის პირობები
ეს მოწყობილობა აკმაყოფილებს რადიოსიხშირის მიმართ მოთხოვნებს, როდესაც მისი გამოყენება ხდება

ნორმალურ პოზიციაში, ყურზე მიდებით, ან როდესაც იმყოფება სხეულიდან მინიმუმ 1,5 სანტიმეტრი (5/8 დიუმი)

მანძილზე. როდესაც ჩანთაში დებთ, ქამარზე იმაგრებთ, ან ბუდეს იყენებთ აპარატის სხეულთან ახლოს

სატარებლად, იგი არ უნდა შეიცავდეს მეტალს და აპარატი თქვენგან დაშორებული უნდა იყოს ზემოთ ნახსენები

დისტანციით.

მონაცემთა ფაილების ან წერილების გადასაცემად მოწყობილობას სჭირდება მაღალი ხარისხის კავშირი ქსელთან.

ზოგ შემთხვევაში, მონაცემთა ფაილების ან წერილების გადაგზავნა შეიძლება გადაიდოს, სანამ არ იქნება

შესაძლებელი ამგვარი კავშირის განხორციელება. დარწმუნდით, რომ დაცულია ზემოთ მოცემული დისტანცია,

სანამ არ დასრულდება ინფორმაციის გადაცემის პროცესი.

მოწყობილობის ნაწილები მაგნიტურია. აპარატმა შეიძლება მიიზიდოს მეტალის საგნები. არ მოათავსოთ

საკრედიტო ბარათი ან ინფორმაციის სხვა მაგნიტური მატარებელი მოწყობილობასთან ახლოს, რადგან შეიძლება

წაიშალოს მათზე შენახული ინფორმაცია.